კომაროვის სკოლაში 2023–2024 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
- 25 დეკემბერი, 2025
სკოლა მოსწავლეებს მრავალმხრივ საინტერესო სასწავლო პროცესსა და ხარისხიან სასკოლო განათლებას სთავაზობს, რაც მათ აკადემიურ მოსწრებასა და შემეცნებით მოტივაციაზე დადებითად აისახება.
2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან - 52 ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 29 წარჩინებულს, ვერცხლის მედალი გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სკოლისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა კომაროველების წარმატებული კარიერა და სამომავლო მიღწევები.
კომაროვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი კურსდამთავრებულებია.
სკოლა აქტიურად ავითარებს ალუმნების ქსელს, ამყარებს თაობებს შორის კავშირს და ქმნის სივრცეს გამოცდილების გაზიარებისათვის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კურსდამთავრებულები სკოლის ერთგულ მხარდამჭერებად რჩებიან და კომაროვის საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.
